მწარმოებელთან ფასების ინდექსით გაანგარიშებული ფასების ზრდა კვლავ მაღალ დონეზეა – თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლების მიხედვით, საგარეო ვაჭრობის წინა კვირაში გამოქვეყნებული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ მიუთითებს თიბისი კაპიტალის 2022 წლის ეკონომიკის ზრდის მაღალი პროგნოზის რაციონალურობაზე.

უფრო მეტიც, წინა თვეებისაგან განსხვავებით, მაისში ექსპორტის ძლიერი ზრდა უკვე რეალური მატებითაც და არა მხოლოდ გაზრდილი ფასებითაა გამოწვეული.

“ამავდროულად, საქსტატის მიერ ეკონომიკის ზრდის პირველი კვარტალის შეფასება გამოქვეყნდა და მანამდე არსებული ყოველთვიური მაჩვენებლები, მართალია მცირედით, თუმცა მაინც მატების მიმართულებით გადაიხედა. როგორც ჩანს, თიბისი კაპიტალის 2022 წლის ეკონომის ზრდის შემდეგი პროგნოზი არსებული, 8%-ზე უფრო მეტიდან, დაახლოებით 10%-ით განისაზღვრება.

ინფლაციის მხრივ საყურადღებოა, რომ მწარმოებელთან ფასების ინდექსით გაანგარიშებული ფასების ზრდა კვლავ მაღალ დონეზეა, თუმცა შემცირების ტენდენცია მაისშიც იკვეთება. ცნობილია, რომ ხშირად მწარმოებელთან ფასების დინამიკა სამომხმარებლო ფასების წინმსწრებ ინდიკატორად ითვლება. ამ მხრივ, ასევე აღსანიშნავია საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქციის ბოლო პერიოდში დაფიქსირებული გაიაფება.

წინა კვირაში მაისის დაკრედიტების სეგმენტების მიხედვით სტატისტიკა გახდა ხელმოსაწვდომი. ამ მხრივ, ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი კვლავ სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება. თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს ადრინდელ შეფასებას, რომ სამომავლოდ, აღნიშნულ სეგმენტში აქტივობის ნორმალიზებაა მოსალოდნელი”, განმარტავენ თიბისი კაპიტალში.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე.

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …