მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას შს სამინისტროს ვებგვერდზე შეძლებენ

თბილისი (BPI) – შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდს – POLICE.GE დაემატა ინოვაციური სერვისი – ვიდეოჯარიმების ონლაინ გადახდის ფუნქცია.

სამინისტროს ცნობით, ამიერიდან, მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას უკვე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც შეძლებენ, ერთი პლატფორმის პრინციპით.კერძოდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – police.ge, ე.წ. ჯარიმების კაბინეტს დაემატა ჯარიმის გადახდის ფუნქცია.

“ფუნქცია მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ვებგვერდზე ნახონ ვიდეოჯარიმის სტატუსი და მისი არსებობის შემთხვევაში, ამავე გვერდზე, ყველაზე დაბალი საკომისიო გადასახადით – 1%, შეძლონ საჯარიმო ქვითრის გადახდა”, – განმარტავენ სამინისტროში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „თელასი” და „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი” და სს „ენერგო პრო ჯორჯია” …