მშენებლობის ნებართვის მფლობელები საეტაპო ოქმის წარუდგენლობისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან 1-ელ იანვრამდე თავისუფლდებიან

მშენებლობის ნებართვის მფლობელები საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან და გადაუხდელი ჯარიმის/საურავის თანხის გადახდისაგან 2023 წლის 1 იანვრამდე თავისუფლდებიან.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სხდომაზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” შესატანი ცვლილების პროექტი განიხილა.

საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა დავითულიანის, ირაკლი ზარქუას, ირაკლი მეძმარიაშვილის, მაია ბითაძის, მიხეილ ყაველაშვილის, ქეთევან დუმბაძის, მაია მენაღარიშვილის, ირაკლი მეზურნიშვილისა და ნოდარ ტურძელაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები კოლეგებს ერთ-ერთმა ინიციატორმა ბექა დავითულიანმა გააცნო.

პროექტის თანახმად, სამშენებლო სამართალდამრღვევს საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის პასუხისმგებლობა კიდევ ერთი წლით, 2023 წლის 1 იანვრამდე არ დაეკისრება.

„პროექტის პირველი ეტაპი განვახორციელეთ შარშან და 1 იანვრამდე მოქმედებდა საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება. წარუდგენლობის ან დარღვევით წარდგენის შემთხვევაში სანქცია მოხსნილი იყო. ახლაც გთავაზობთ, რომ 2023 წლის 1 იანვრამდე სამშენებლო სექტორისთვის მოქმედებდეს იგივე რეჟიმი”,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

შემთხვევითი სიახლე

სასტუმროში მკვეთრად გაიზარდა დატვირთვა და უკვე 80%-ს აჭარბებს – Mercure & Swissotel Tbilisi

სასტუმრო „Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერის ერდოღან შაჰინის განცხადებით, 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი …