მყისიერი გადახდების სისტემის შესყიდვის მიზნით ეროვნულმა ბანკმა ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მყისიერი გადახდების სისტემის შესყიდვის მიზნით, ღია საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, რომელიც მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურების დაცვით განხორციელდება.

ტენდერში მონაწილეობა ყველა იმ საგადახდო სისტემის მწარმოებელს შეეძლება, რომლებიც სატენდერო მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებენ. აღსანიშნავია, რომ სისტემის მწარმოებლები და მათთან დასაქმებული/დაკავშირებული პერსონალი უნდა ფლობდეს სათანადო გამოცდილებას რთული საგადახდო სისტემების წარმოებაში. სატენდერო წინადადებების/განაცხადების მიღების ბოლო ვადა მიმდინარე წლის 10 აპრილია. რაც შეეხება წინა სატენდერო (Pre-Bid Meeting) შეხვედრას, ტენდერში მონაწილეობის მსურველ მწარმოებლებთან მიმდინარე წლის 14 მარტს გაიმართება.

მყისიერი გადახდების სისტემა არის ელექტრონული საცალო გადახდის გადაწყვეტა, რომელიც ხელმისაწვდომია 24/7/365, გადახდის შესრულება ხორციელდება იმავე მომენტში, მყისიერად და შესრულებისთანავე მიმღებისთვის თანხა დაუყოვნებლივ ხდება ხელმისაწვდომი. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანერგილი სისტემით გადახდები განხორციელდება ლარში. მყისიერი გადახდის სისტემაში ჩართული იქნებიან კომერციული ბანკები და სხვა (არასაბანკო) საგადახდო მომსახურების პროვაიდერები. მომხმარებლებს გადახდების ინიცირებისთვის ყველა შესაძლო არხის და საშუალების გამოყენება შეეძლებათ, იქნება ეს ფილიალი, ინტერნეტ-ბანკი, მობილური აპლიკაცია, QR კოდი და ა.შ.

დამატებითი ინფორმაცია

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …