მუშა რომ დაგჭირდეს, ყველანაირი კვალიფიკაციის გარეშე, ვერ ნახავ – მეფრინველეობაში კადრების დეფიციტია

„მუშა რომ დაგჭირდეს, ყველანაირი კვალიფიკაციის გარეშე, ვერ ნახავ, ან ორი წლის წინანდელთან შედარებით, სამჯერ მეტი უნდა გადაიხადო“,- ამის შესახებ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ ზურა უჩუმბეგაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კადრების დეფიციტი ერთ-ერთი წინაპირობაა იმისაც, რომ სამომავლოდ პროდუქტი გაძვირდება.

„გასაგებია, რომ საკვებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემა მოიხსნა, რუსეთმა გადასახადი გაანახევრა და ცოტა ფასმა დაიწია, მაგრამ გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საკვები 20-23 თეთრით უფრო ძვირია. ამას ემატება გაზის და დენის გადასახადი, რომელიც იანვრიდან გაგვიძვირდა. საწვავი შედარებით გაიაფდა, მაგრამ როდესაც გაძვირდა, მაშინ ფასი ხომ არ მოგვიმატებია?! თვითღირებულება რომ დათვალოთ, მაინც ძალიან ძვირი გვიჯდება წარმოება.

მუშახელზე აღარ მაქვს საუბარი. მეცინება, როდესაც ამბობენ ქვეყანას უმუშევრობის პრობლემა აქვსო. მუშა რომ დაგჭირდეს, ყველანაირი კვალიფიკაციის გარეშე, ვერ ნახავ, ან ორი წლის წინანდელთან შედარებით, სამჯერ მეტი უნდა გადაიხადო. სოფელში კაცი აღარ დარჩა, ზოგი ემიგრაციაშია წასული, ზოგი მშენებლობაზე. მუშას ვერ ნახავ…

ამიტომ, დაკლებაზე არ არის საუბარი, მაგრამ მომატება მოგვიწევს. ვითვლით ხარჯებს და ვერაფერს სასიკეთოს ვერ ვხედავთ“,- ამბობს ზურა უჩუმბეგაშვილი.

 

წყარო: bpn.ge

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …