მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ პრეზიდენტი დავოსში ოფიციალურად მიიწვია

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ კლაუს შვაბმა საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურად მიიწვია ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც დავოსში 2022 წელს  17-21 იანვარს გაიმართება

აღნიშნული მოწვევა საქართველოს პრეზიდენტმა კლაუს შვაბთან ჟენევაში 14 ოქტომბრის შეხვედრის შემდეგ მიიღო.

,,მსოფლიო პოლიტიკური, ბიზნესისა და სამოაქალაქო საზოაგადოების ლიდერებისათვის მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ შეიკრიბონ ერთად, რათა აღდგეს ნდობა თანამშრომლობის გზით მომავლის ფორმირების შესაძლებლობის მიმართ”- აღნიშნულია მოწვევის წერილში.

14 ოქტომბრის შეხვედრისას ჟენევაში მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვები ისეთ საერთო პრიორიტეტებზე,  როგორიცაა: პროფესიული უნარების განვითარება, ტექნოლოგიები, ბიომრავალფეროვნება, ასევე განიხილეს ქართველ ახალგაზრდა მეწარმეთა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სპეციალურ სამეწარმეო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა, რის მიმართაც კლაუს შვაბმა მზაობა გამოხატა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …