მოქალაქეები კაფე-ბარის ღია სივრცეშიც ვერ დასხდებიან, რესტორნები იხურება

თბილისი  (BPI) – საკოორდინაციო საბჭომ რესტორნებისა და კაფე-ბარების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.  პარალელურად საბჭო. ზარალის  შერბილები მექანიზმზე მუშაობს.

საბჭოს სხდომის შემდეგ დარგობრივმა მინისტრებმა  გადაწყვეტილებები საკურატორო სფეროების მიხედვით წარმოადგინეს, 18 მარტიდან 2 კვირით უცხოელი ვიზიტორებისთვის საზრვრის ჩაკეტვაზე. 20 მარტიდან თურქეთთTან ავიამიმოსვლის ჩაკეტვაზე. 17 მარტიდან კი Wizz Air-ის  ესპანეთი/გერმანია/საფრანგეთი/ავსტრიის მიმართულებით რეისების დახურვაზე. მგზავრს ბილეთის ღირებულება 120%-ით აუნაზღაურდება, ესახება Wizz Credit-ზე, რომლითაც 24 თვის განმავლობაში  ისარგებლებს.

საგარეო უწყება ურჩევს მოქალაქეებს ქართული ავიაკომპანიის მომსახურებით ისარგებლონ. აირზენა დაფრინავს  ამსტერდამი, პარიზი ვენის მიმართულებით. 17 მარტს პოლონეთიდან მგზავრებს ჩამოიყვანს. საქართველოშის დაბერუნების მსურველებს მოსამსახურება Turkish Airways-იც.

ჯანდაცვის მინისტრმა  ჩეხი მოქალაქეებს  (გუდაურში 3 ვიზიტორს შორის 1 ინფიცირებულია) მადლობა გადაუხადა დეტალური ინფორმირებისთვის. გუდაურში მყოფი სხვა მოქალაქეები დაამშვიდა, რომ  მოგზაურობა საფრთხის შემცველი არ არის, თუ გარშემო  მყოფთან 1 მ რადიუსის დაცვით კონტაქტი დაცულია.  ჩეხები  გუდაურში 6 წევრინ ჯგუფთან ერთად ისვენებდნენ, მათ შორის იყო სლოვაკიც, რომელსაც კორონა ასევე დაუდასტურდა. კაფე-ბარების გარდა, საკოორდინაციო საბჭო სამტოკურორტების დახურვაც გადაწყვიტა. 

შეიცვალა უფასო სასადილოებში საკვების გაცემის წესი – ბენეფიციარს საკვები მიაქვს. შესასვლელთან მობილიზებულია დატრენინგებულ მოხალისეთა და მერიის თანამშრომელთა ჯგუფი, რომლებიც აერეგულირებენ რიგს საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით. მიღების მსურველის მერიას 032 2722222-ზე უნდა დაუკავშირდეს.

ასევე თბილისის მერის გადაწყვეტილებითვე, ბაგა-ბაღის 61,000 აღსაზრდელს, არდადეგების პერიოდში არამალფუჭებად საკვებს დაუფასოვებენ და სახლებში მიაწვდიან.

ცვლილებები COVD19 გლობალურ პანდემიას უკავშირდება.   საქართველოში უკვე 33 ინფიცირებულია, 1 გამოჯანმრთელებული.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …