მომხმარებლებზე ყველაზე მეტი კომპესაცია ელექტროენერგეტიკის სექტორში გაიცა

სემეკმა 2021 წელს დაამტკიცა „მომსახურების ხარისხის წესები“, რომელიც ვრცელდება ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებზე და ადგენს ერთიან მოთხოვნებსა და სტანდარტებს. მომსახურების კომერციული ხარისხის სტანდარტები წარმოადგენს კომისიის მიერ დადგენილი მომსახურების კომერციული ხარისხის მაჩვენებლებს, რომლებიც განსაზღვრავს მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის მინიმალურ დონეს და რომელთა უზრუნველყოფაც საწარმოს ვალდებულებაა.

როგორც სემეკის ანგარიშიდან ირკვევა, გასულ წელს გარანტირებული სტანდარტების დარღვევის გამო გამანაწილებელმა კომპანიებმა მომხმარებლებს კომპენსაციის სახით გადაუხადეს 869 235 ლარი. აქედან 695 700 ლარი გადახდილია ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების სტანდარტის დარღვევის გამო, ხოლო დანარჩენი გარანტირებული სტანდარტის დარღვევისთვის – 173 535 ლარი.

როგორ გრაფიკული მონაცემებიდან ირკვევა, კომპესაციების ყველაზე მეტი 52% ელექტროენერგეტიკის სექტორზე მოდის. შემდეგია წყალმომარაგება, საიდანაც მთლიანი კომპესაციების 31% გაიცა, ხოლო ყველაზე ნაკლები 17% გაზმომარაგებაზე მოდის.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ სექტორების მხრიდან გარანტირებული სტანდარტების დაცვა შემდეგი კომპონენტებისგან შედგება:

  • დავალიანების გადაუხდელობისთვის ან/და მომხმარებლის მოთხოვნით გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგების აღდგენა: შესრულების ვადა დავალიანების 16:00 სთ-მდე სრულად დაფარვისას (მაღალმთიან რეგიონებში ან შაბათ-კვირას 104 14:00 სთ-მდე) – გადახდიდან 5 სთ, 16:00 სთ-ის შემდეგ დაფარვისას (მაღალმთიან რეგიონებში ან შაბათ-კვირას 14:00 სთ-ის შემდეგ) – შემდეგი დღის 12:00 სთ-მდე;
  • მომხმარებლის წერილობით/ელექტრონულ მიმართვაზე დასაბუთებული პასუხის გაცემა/ტექსტური შეტყობინების გაგზავნა ან/და რეაგირება – შესრულების ვადა 5-10 სამუშაო დღე;
  • მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე აღრიცხვის ხელსაწყოების ადგილზე შემოწმება – შესრულების ვადა 10 სამუშაო დღე;
  •  აბონენტად დარეგისტრირება (გარდა ელექტროენერგეტიკისა) და მოთხოვნილი პირობებით მომარაგების უზრუნველყოფა – შესრულების ვადა 5 სამუშაო დღე;
  • ახალი მომხმარებლის (ობიექტის)/ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი პუნქტის მიერთება/სიმძლავრის გაზრდა – შესრულების ვადა განისაზღვრება მომხმარებლის მიერ არჩეული პაკეტის მიხედვით;
  •  მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმება – შესრულების ვადა 5 სამუშაო დღე;
  • ახალი მომხმარებლის (ობიექტის) მიერთების ტექნიკური პირობის გაცემა – შესრულების ვადა 10 სამუშაო დღე;
  • აღრიცხვის კვანძის მოწესრიგება, მოწყობა და ქსელზე შეჭრა – შესრულების ვადა განისაზღვრება მომხმარებლის მიერ არჩეული პაკეტის მიხედვით
  • მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთება – შესრულების ვადა განისაზღვრება მომხმარებლის მიერ არჩეული პაკეტის მიხედვით.

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …