მომსახურების და ქონების მართვის სააგენტო ერთიანდება

თბილისი (BPI) – ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვი სააგენტო ერთიანდება.

როგორც ჟურნალისტებთან ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ეს ერთი ფანჯრის პრინციპის განმტკიცებისკენ მიმართული ნაბიჯია.

„მოსახლეობისთვის, ბიზნესებისთვის ამ სერვისებით სარგებლობის გამარტივების მიზნით, სერვისი ერთი ქუდის ქვეშ მოექცევა. ანუ ჩვენი ქონების მართვის სააგენტო შეითავსებს მოძრავი და უძრავი ქონების განკარგვის პროცედურებს და ერთიანი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით უფრო მარტივად მოხდება ამ სერვისის შეთავაზება“, – განაცხადა თურნავამ და განმარტა, რომ ინიციატივა სხვა ტიპის გამარტივებებსაც გულისხმობს.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის …