მომავალ წელს ინფლაცია თავის ნიშნულს დაუბრუნდება – ნათია თურნავა

მომავალ წელს ეს პრობლემა დასტაბილურდება და ინფლაცია თავის ნიშნულს დაუბრუნდება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ინფლაციის მაჩვენებლებთან მიმართებაში.

“საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით ძირითადი ფაქტორი ესაა ნავთობის ფასის მომატება საგარეო ბაზრებზე. თუმცა, მოგეხსენებათ, პარალელურად, კარგი განვითარება არის ის, რომ ჩვენ ეროვნული ვალუტა არ მერყეობს, მისი კურსი არის მყარი და ის ანეიტრალებს ამ ტენდენციას. ზოგადად, ინფლაცია არის პრობლემა, მაღალი ინფლაცია პოსტკოვიდ ვითარებაში ისეთი პრობლემაა, რომელსაც ბევრი ქვეყანა შეეჯახა. წინა თვეში სტატისტიკურად პირველად გვქონდა კლების ნიშანი. მომავალ წელს ეს პრობლემა დასტაბილურდება და ინფლაცია თავის ნიშნულს დაუბრუნდება”, – განაცხადა თურნავამ.

შემთხვევითი სიახლე

სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მსჯელობა საწვავზე ფასების შემცირების  შესაძლებლობისთვის – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა საწვავის …