მნიშვნელოვანია, რომ  ზრდა გვაქვს  არა მხოლოდ  2020, არამედ 2019 – პანდემიამდელ პერიოდდთან შედარებით – მირზა გელაშვილი

მნიშვნელოვანია, რომ ზრდა გვაქვს არა მხოლოდ 2020, არამედ 2019 – პანდემიამდელ პერიოდდთან შედარებით, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა 10 თვის ეკონომიკური ზრდის შეფასებისას.

მისი თქმით, ჯამში პირველ 10 თვეში ქვეყნის ეკონომიკა 10,5%-ით გაიზარდა.

“ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ 6,9% შეადგინა, ასეთივე მაჩვენებელი გვქონდა სექტმებერშიც. ჯამში, პირველ 10 თვეში ეკონომიკა 10,5%-ით გაიზარდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ზრდა არა მხოლოდ 2020 წელთან, არამედ 2019 წელთან, პანდემიამდელ პერიოდდთან შედარებითაც. ოქტომბერში, დაახლოებით, 3%-ით აღემატებოდა ეკონომიკა პანდემიამდელ მაჩვენებელს. ჩვენ წლის ბოლომდე ველოდებით ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებას, რაც ასევე თანხევედრაშია ჩვენს 10%-იან წლიურ პროგნოზთან,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა.

 

შემთხვევითი სიახლე

NASA: ვენერა შესაძლოა გეოლოგიურად „ცოცხალი“ იყოს

მეცნიერებმა იმის ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს, რომ ვენერა გეოლოგიური თვალსაზრისით „მკვდარი“ არ არის. ვენერა და დედამიწა ზომით …