მიხეილ ბატიაშვილი გადაგომაზე გავრცელებულ იფნორმაციას უარყოფს

თბილისი (BPI) – განათლების მინისტრი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას მისი კანდიდატურის სოხუმის უნივერსიტეტის რექტორით შესაძლო ჩანაცვლებასთან დაკავშირებით.

“ცვლილებებზე საუბარი არ არის. მუშაობა მიმდინარეობს იმ ცვლილებებზე, რაც დღეს დავაანონსეთ”,- განაცხდა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედი განათლების სფეროზე დაიხარჯება.

„ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. საქართველო ამ ციფრით მოხვდება ისეთ უმნიშვნელოვანეს ქვეყნებში, როგორიც არის კორეა, ფინეთი, სინგაპური. რესურსების გარეშე თავისთავად შეუძლებელია ვისაუბროთ ამ სფეროში გარდატეხის მოხდენაზე. ეს ციფრი მიღწეული იქნება 2022 წლისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად მოხდება გაზრდა“, – განაცხადა მინისტრმა.

შემთხვევითი სიახლე

ADB-ის მიერ ფინანსური რესურსის ადგილობრივ ვალუტაში გამოყოფა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი მაღალი ნდობის ხარისხზე მიუთითებს – ლაშა ხუციშვილი

ადგილობრივ ვალუტაში გამოყოფა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი მაღალი ნდობის ხარისხზე მიუთითებს და ჩვენი …