“მიუღებელია მკლელის შეწყალება” – პრემიერი

თბილისი (BPI) – გახარია ხაზარაძის ჩივილებს  აგროვებს და ბოლოს ერთად უპასუხებს.  ლელოს  წევრების წარდგენისასე ხაზარაძემ  სათვალთვალო მანქანების ადევნებაზე და მიყურადებაზე განაცხადა. ქუთაისში უნივერსიტეტის 1 მლრდ იანი საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციის შემდეგ  პრემიერს პატიმართა შეწყალების კონსტიტუციური მექანიზმის გაუქმებაზეც ჰკითხეს, რასაც პრეზიდენტის დაანონსებული მორატორიუმი განაპირობებს.

„შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების ასე მსგავსი შეწყალება. რა თქმა უნდა, აქ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც დასტურდება იმ ნაბიჯით, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა გადადგა – გამოაცხადა მორატორიუმი. უნდა იყოს საერთო მსჯელობა პარლამენტთან ერთად და რა თქმა უნდა, რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს, იმისთვის, რომ მძიმე დანაშაულში, განსაკუთრებით მკვლელობისთვის მსჯავრდებული ადამიანები, ასეთი ფორმით არ იყვნენ შეწყალებულები“, – განაცხადა გახარიამ.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …