მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.096 მილიარდი ლარია

15 თებერვლის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.096 მილიარდი ლარია. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 292 მილიონი ლარია. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლიური მომგებიანობა 11.6%, ხოლო ფონდის გაშვების დღიდან მომგებიანობა 33%-ს შეადგენს. პორთფელის 36% ცვალებად საპროცენტო განაკვეთში (მიმდინარე სარგებლიანი ანგარიშები), ხოლო 64% ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთში (სადეპოზიტო სერთიფიკატები) 100% ლარში, 9 კომერციულ ბანკშია განთავსებული.

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა ოდენობა შეადგენს 1 მილიონ 250 ათას მონაწილეს. დაგროვებითი პენსიით კი, ამ დროისთვის 1,524-მა ადამიანმა ისარგებლა.

შემთხვევითი სიახლე

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 77 ხმით „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა. ცვლილების თანახმად, საგადასახადო ორგანოს, მის …