მთავრობის წევრებმა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა საქართველოსთვის შემუშავებული ეკონომიკური მემორანდუმი განიხილეს

საქართველოს მთავრობის წევრებსა და მსოფლიო ბანკს შორის გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმი (CEM) სახელწოდებით: „მომავლის პროექცია კონკურენტუნარიანი,  ინტეგრირებული და ძლიერი საქართველოსთვის“.

დოკუმენტის გარშემო გამართულ დისკუსიას დაესწრნენ: მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის თანასწორი ეკონომიკური ზრდის, ფინანსებისა და ინსტიტუციების სფეროს დირექტორი ლალიტა მურთი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, სამინისტროებისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.

მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ასახულია საქართველოს მიღწევები ბოლო ათწლეულის განმავლობაში და მისი მიზანია, აღნიშნული მიღწევების შესანარჩუნებლად საჭირო სახელმწიფო პოლიტიკის გატარება.

მემორანდუმში საუბარია ქვეყნის მიერ რეფორმების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: სტრუქტურული და სივრცითი ტრანსფორმაცია,  პროდუქტიულობის გაზრდა სხვადასხვა სექტორში, ადამიანური კაპიტალის განვითარება და სხვა.

ქართული მხარისგან წინადადებებისა და მოსაზრებების გაცვლის შემდეგ, დოკუმენტი გასაჯაროვდება და ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებისთვის.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …