მთავრობის მიერ დაანონსებული, საპროცენტო განაკვეთები ე.წ საპენსიო სესხებზე, 2023 წლამდე არ შეიცვლება – ვაჟა მენაბდე

“ლიბერთი ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი ვაჟა მენაბდე განმარტავს, რომ ე.წ. საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული ცვლილებები ძალაში 2023 წლიდან შევა.

“ტენდერში გამარჯვებული ლიბერთი იქნება თუ სხვა ბანკი, იმ პირობებით მოახდენს მომსახურებას რაც კომისიის მიერ შედგენილ სატენდერო პირობებში იქნება ჩადებული. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ არა მიმდინარე ეტაპზე სესხების გაცემის მდგომარეობაზე, არამედ ახალი ტენდერის შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი, რომელიც ტენდერის პირობებში ჩამოყალიბდება ძალაში შევა 2023 წლის იანვრიდან“, – განაცხადა ვაჟა მენაბდემ.

შეგახსენებთ, 11 თებერვალს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ე.წ. საპენსიო სესხის განაკვეთი 26%-მდე შემცირდება, პენსიის გაცემის მომსახურებაში კი სახელმწიფო ყოველწლიურად 15 მლნ ლარს გადაიხდის.

შემთხვევითი სიახლე

სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მსჯელობა საწვავზე ფასების შემცირების  შესაძლებლობისთვის – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა საწვავის …