მთავრობა $70 მლნ-იანი პროგრამის განხორციელებას იწყებს

თბილისი (BPI) – მთავრობა კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი კატასტროფებისაგან მოსახლეობის დაცვას $70 მლნ-იანი პროგრამით შეეცდება, პროექტი შვიდწლიანი.

პრემიერის თქმით, პროგრამის განხორცილების შედეგად, შეიცვლება ეროვნული მიდგომები კლიმატის ცვლილებისა და მასთან დაკავშირებული საფრთხეების მიმართ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, შეიქმნება ადრეული შეტყობინების თანამედროვე სისტემები, რაც საქართველოს 11 დიდი მდინარის აუზების 1.7 მილიონიან მოსახლეობას დაიცავს.

„უკანასკნელ წლებში ძალიან გახშირდა ბუნებრივი კატასტროფების რიცხვი, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. ამ პროგრამით ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ნამდვილად შესაძლებელია ადამიანები უკეთესად იყვნენ დაცულნი იმ ცვლილებებისგან, რომელიც ახლა მიმდინარეობს და არაფერი არ არის გარდაუვალი, ყველაფრის დაბრუნება შესაძლებელია. შესაძლებელია ისეთი ზომების გატარება, რომელიც გაცილებით შეარბილებს ამ ნეგატიურ ეფექტებს,”- განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

საქართველოს კლიმატის ცვლილებისადმი ფართომასშტაბიანი პროგრამის დაფინანსებაში გაერთიანებულია – კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) გრანტი (27 მილიონი აშშ დოლარი), საქართველოს მთავრობის წვლილი (38 მილიონი აშშ დოლარი) და შვეიცარიის მთავრობის გრანტი (5 მილიონი აშშ დოლარი). პროგრამა შესრულდება გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელშეწყობით.

პროგრამის უშუალო განმახორციელებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …