მთავრობა 3 წელში გაზიფიცირებაზე 209 მლნ-ს დახარჯავს

თბილისი (BPI) – 2019-2021 წლებში მოსახლეობის გაზიფიცირებისთვის 209 მილიონი ლარი დაიხარჯება.

მთავრობამ უკვე დაამტკიცა მოსახლეობის გაზიფიცირების 3 – წლიანი გეგმა, რომლის თანახმად შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ ქვეყნის მასშტაბით, 223 დასახლებულ პუნქტში 58 894 აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარგება უნდა უზრუნველყოს.
გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის ამ ეტაპზე, 209 მლნ ლარია განსაზღვრული.

მთავრობის განკარგულებით, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ წინასაპროექტო მოკვლევა უნდა ჩაატაროს და 2019 წლის 31 დეკემბრამდე ეკონომიკის სამინისტროს უნდა წაუდგინოს.

ბიზნესპარტნიორი

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „თელასი” და „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი” და სს „ენერგო პრო ჯორჯია” …