მთავრობა პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებას იწყებს

მთავრობა პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებას იწყებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, რამდენიმე მსხვილ ობიექტზე მოხდა შეთანხმება, რომლებიც უკვე წარმოდგენილია აუქციონზე.

“ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანაა ეკონომიკის მაქსიმალურად ხელშეწყობა, ამიტომ ყველა რესურსი, რომელიც გააჩნია სახელმწიფოს მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, რომ ეკონომიკური ზრდის დაჩქარება მივიღოთ. წინა კვირაშიც აქტიურად ვმუშაობდით ადგილობრივ სექტორთან, სხვადასხვა დარგის ბიზნესებთან. გვქონდა რამდენიმე ინიციატივაზე კომუნიკაცია. ერთ-ერთი წყარო, რომელიც ეკონომიკურ ზრდას ხელს უნდა უწყობდეს, არის დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესი, შესაბამისად, გვქონდა რამდენიმე მსხვილ ობიექტზე შეთანხმება, რომლებიც უკვე წარმოდგენილია აუქციონზე. გვინდა ამ კუთხით მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი არის თბილისის ცენტრში, ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფო, რომელიც აუქციონზე გამოტანილია. ჩვენ გვქონდა რამდენიმე დაინტერესებულ ინვესტორთან კომუნიკაცია და მნიშვნელოვანია, რომ პრივატიზაციის პროცესი იყოს თანხვედრაში ჩვენი განვითარების ხედვასთან. ჩვენს ქალაქს უნდა შევმატოთ ინვესტიციები, რომელიც უფრო მიმზიდველ ადგილად აქცევს, უნდა გაჩნდეს მეტი მიზიდულობის ადგილი, რომელიც ტურისტისთვის გახდება საინტერესო. ისეთ ადგილას, სადაც ბევრია ტურისტების კონცენტრაცია, ასევე უნდა გახდეს კულტურული სივრცეები, მათ შორის თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით, რაც ძალიან პოპულარულია. გადავწყვიტეთ, რომ ფუნქციურად ამ ობიექტს ჰქონდეს ახალი, თანამედროვე მუზეუმის თუ საგამოფენო სივრცის სტატუსი, შესაბამისად ამ კუთხით ველოდებით დაინტერესებას“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …