მთავარი ბანკირი ბანკირებს შეხვდა

თბილისი (BPI) – კობა გვენეტაძემ საბანკო სექტორს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციების პირველადი არასრული მონაცემები გაუზიარა, რომლის დინამიკაც სებ-ის მოლოდინებთან შესაბამისია.

კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული  ბანკი აგრძელებს დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში განახორციელებს ცვლილებებს ისე, რომ რეგულაციების ძირითადი პრინციპები შენარჩუნებული იქნება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საცალო დაკრედიტების რეგულირება მნიშვნელოვანია საფინანსო სექტორის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. ხაზგასასმელია, რომ საცალო დაკრედიტების რეგულირება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით ხორციელდება.  ანალოგიური ტიპის რეგულაცია ბოლო პერიოდში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაინერგა – ლიეტუვაში, უნგრეთში, შვედეთში, დანიაში, ჩეხეთში, ესტონეთში და სხვა. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „თელასი” და „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი” და სს „ენერგო პრო ჯორჯია” …