მერსედეს ვერა-მარტინი: საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება

თბილისი (BPI) – სერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება.

მერსედეს ვერა-მარტინმა პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კოვზანაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევა მიმართულია ქვეყანაში რეფორმების განხორციელებაზე. საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება.

“საქართველოში მისიის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას განვიხილავთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველო აღწევს სავალუტო ფონდთან პროგრამის ფარგლებში”, – აღნიშნა ვერა-მარტინმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია თბილისში შეხვედრებს მომდევნო კვირაში დაასრულებს.

შემთხვევითი სიახლე

სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს – ირაკლი კობახიძე

სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი – ბიზნესი …