მერია თემქის ხევის, ვაკის პარკისა და დიღმის ჭალების რეაბილიტაციის დაიწყებას აანონსებს

თბილისი (BPI) – თემქის ხევის, ვაკის პარკისა და დიღმის ჭალების რეაბილიტაცია თბილისის მერიის 2020-2021 წლებში განსახორციელებელი პროექტების ნუსხაში მოხვდა, პროექტების პრეზენტაცია თბილისის მერიამ დღეს წარადგინა.

მერის მოადგილის თქმით, 2020 წელს თემქის ხევის რეაბილიტაცია დაიწყება,  რომლის ღირებულებაც 43 მლნ ლარია.

მაია ბითაზის თქმით, პროექტის განხორციელება მწვანე ლანდშაფტური ინფრასტრუქტურის კუთხით, დაახლოებით, 22 ჰექტარი ტერიტორიის განაშენიანებასთან არის დაკავშირებული.

თბილისის მერიის გეგმით, პარკში მოეწყობა გადასასვლელი ხიდები, რომელიც დააკავშირებს ზღვის უბნის ორ ნაწილს. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ხიდები, კაფეები, სპორტული მოედნები, ორი ხელოვნური ტბა.

პროექტის განსახორციელებლად, ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. სამუშაოები ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

წელსვე იგეგმება ვაკის პარკის რეაბილიტაციაც, იგეგმება 34 ჰექტარ ტერიტორიის რეაბილიტაცია, პროექტის ღირებულება 30 მლნ ლარია.

„ვაკის პარკი ისტორიული ძეგლის სტატუსის მატარებელია. შესაბამისად, მას განსაკუთრებული სიფრთხილით ვეპყრობით. ვაკის პარკსა და კუს ტბას შორის შესაბამის ბილიკებს მოვაწყობთ, რომელიც ამ ორ სივრცეს ერთმანეთთან დააკავშირებს. პარკის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება. გვექნება შესაძლებლობა, რომ პრაქტიკულად, ხელუხლებელ ურბანულ ტყესთან გვქონდეს წვდომა, რომელიც ვაკის პარკს კუს ტბასთან აკავშირებს“, – აღნიშნა მერის მოადგილემ. მისივე თქმით, რეაბილიტაციის პროექტის მომზადებაში ჩართული იყვნენ ბრიტანელი ექსპერტები.

მერიის გეგმა ითვალისიწნებს ასევე დიღმის ჭალების ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. პროექტი, რომელიც დაახლოებით, 15 ჰექტარ ტერიტორიაზე განხორციელდება, ქალაქს მტკვართან დააკავშირებს. სამუშაოების ღირებულება 14  836 147 ლარია.

დიღმის ჭალებში მოეწყობა ხელოვნური ტბა, რომელიც, პარკის დანარჩენ ნაწილს, როგორც საფეხმავლო, ასევე ველობილიკებით დაუკავშირდება.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …