“მეიჯორელი ჯორჯიამ” ოფისი ქუთაისშიც გახსნა

თბილისი (BPI) – ქუთაისში, „მეიჯორელი ჯორჯიას“ ახალი ოფისი გაიხსნა. თბილისის შემდეგ, ეს კომპანიის მეორე ფილიალია საქართველოში.

მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების სახელით, „მეიჯორელი“ (ყოფილი Arvato)  ავითარებს, გეგმავს და ახორციელებს კლიენტთა მომსახურების დიფერენცირებას – უზრუნველყოფს, როგორც კლიენტთან ურთიერთობის კლასიკურ სერვისს, ისე ციფრულ გადაწყვეტებს, მაგალითად, სოციალური მედია და „ონლაინ“ კომუნიკაცია, ავტომატიზირებული ინტერაქცია და AI (ხელოვნური ინტელექტი), ანალიტიკა,  თვითმომსახურება და სხვა. პირველი ოფისი თბილისში 2016 წელს გაიხსნა, სადაც უკვე 600-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე,  500-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ღონისძიებას საერთაშორისო კომპანის წარმომადგენლები, მათ შორის „მეიჯორელის“ ხელმძღვანელობა, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ ჩვენი კომპანიის სამომავლო გეგმები სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვის. კომპანიამ რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა საქართველოში ქართული ბიზნესის განვითარებისთვის და ეს ისეთივე მნიშვნელოვანი მოვლენაა ქალაქ ქუთაისისთვის, როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის. ქვეყნის მასშტაბით არაერთი კვლევის ჩატარების შედეგად, „მეიჯორელის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ქუთაისში გერმანული ენის ცოდნის დონე ქმნის საფუძველს და ბაზას კომპანიის მომავალი განვითარებისათვის“.

„მეიჯორელი“ აერთიანებს Bertelsmann-ისა and Saham ჯგუფის მსოფლიოს მომხმარებელთა მომსახურების ბიზნესს, რომელთა შორის არიან Arvato CRM Solutions, Phone Group, ECCO Outsourcing და Pioneers Outsourcing. ჯგუფი 500-ზე მეტ კლიენტს უწევს მომსახურებას და მისი ერთობლივი ყოველწლიური შემოსავალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით  1.2 მლრდ აშშ დოლარია. ჯგუფს მსოფლიოს 28 ქვეყანაში 48 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს,  ლიდერია ევროპის, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის ბაზრებზე და  ასევე ოპერირებს  აზიისა და ამერიკის  კონტინენენტებზე.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …