თბილისი (BPI) – ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამამ ქუთაისში ახლად დანერგილი ნარჩენების მართვის ნოვატორული პრაქტიკა წარმოადგინა.
გარემოსდაცვითი პროგრამა საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთის ადგილობრივი ხელისუფლებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მეცნიერების და აქტივისტების ერთობლივი ძალისხმევით, მიზნად ისახავს მდინარეებში პლასტმასის ნარჩენების რაოდენობის შემცირებას.
პირველო პროექტი ქუთაისში 2013-2015 წლებში განვახორციელედა, ხოლო მეორე პროექტი 2018 წელს დაიწყო, რომელიც, ფაქტიურად, პირველი პროექტის გაგრძლებაა. ქუთაისში 2015 წელს დაიდგა 100 კონტეინერი, რომელიც პროექტის ფარგლებში იყო შეძენილი. როგორც, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის“სპექტრი“ აღმასრულებელი დირექტორი და პროექტის კოორდინატორი ქეთევან ცხაკაია ამბობს „ ჩვენი პროქტის ფარგლებში განთავსდა ევროსტანდარტის ზომის კონტეინერები, რომელიც პლასტმასის შეგროვებას გულისხმობდა. სპეციალურად გამჭირვალე გავაკეთეთ, მოსახლეობას, რომ შეეხედა რას ყრიან და ამან გაამართლა. პირველი შედეგი მოულოდნელი იყო, რადგან ნარჩენების 80-90% პლასმასი გახლდათ. მაისის თვეში უკვე 4 წელი გახდება, რაც ამ საქმეს ვაკეთებთ. იმის მიუხედავად, რომ 2015 წელს ოფიციალურად დავასრულეთ პროექტი, თუმცა, ქუთაისის მერიის მიერ ის დღესაც წარმატებით გრძელდება“.
ახალი პროექტი ითვალისწინებს ქუთაისის გამოცდილების გაზიარებას სხვა მუნიციპალიტეტბისთვის. თვითონ ამ პროექტის ფარგლებში დაიდგმება 40 პლასტმასის შემგროვებელ კონტეინერი. პროქტის ფარგლებში მოხდება ფოთის მუნიციპალიტეტის ტექნიკური აღჭურვა/უზრუნველჰოფა, რომ მომავალში საკუთარი სამსახურების საშუალებით დაიწყოს ნარჩენების შეგროვება და შემდგომ უკვე გადამუშავება. ქუთასში, პლასტმასის შემდეგ, იგეგმება, ქაღალდისა და მინის შემგროვებელი კონტეინერების განთავსება.
ქეთევან ცხაკაია განმარტავს, რომ “ეროვნული სტრატეგიაში არის 4 სახის ნარჩენების სეპარირებული შეგროვება ჩადებული: მინა, ლითონი, პლასმასი, ქაღალდი და ჩვენი მიზანია 20-25-30 წლებისთვის სრულიად ავითვისოთ რეგიონები და მოვახდინოთ ოთხივე სახის კონტეინერების განთავსება. თანაც ასე დახარისხებული ნარჩენები არის მაღალი ხარისხის და ღირებულების, იმტომ რომ სუფთაა. ამიტომ, კარგი იქნება მოხდეს. ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ 8 პეტის ბოთლია სააჭირო, რომ მიიღონ ძაფი და მერე მოქსოვონნ ფეხსაცმლის ზედაპირი. ამ მეთოდს იყენებს “adidas” და სხვა წამყანი ბრენდები. 2012 წელს 4 ნაკრები ფეხბურთში თამაშობდა ფორმაში, რომელიც პეტის ბოთლებით იყო დამზადებული. ესეც ერთგავრი ფორმაა, რომ პოპულარიზაცია გაუწიოს ნარჩენბის ამგვარ გადახარისხებას.“