მაჭავარიანი: სიღარიბისა და უმუშევრობის პრობლემების მოგვარების გასაღები მხოლოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდაშია

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მივიდა, სადაც ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა.

ფინანსთა მინისტრმა პრეზენტაციის დასაწყისში მიმოიხილა ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად რეგიონში განვითარებული არასახარბიელო მდგომარეობისა, ქვეყანა ინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს მომავალ ხუთწლიან პერიოდში, რეგიონში ყველაზე მაღალიეკონომიკური ზრდა ექნება, მაგრამ ეს არ არის მთავარი მიღწევა. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვაქვს არა მხოლოდრაოდენობრივი, არამედ მნიშვნელოვანი ხარისხობრივი გაუმჯობესება“ ,  – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, მცირდება ქვეყნის ტრადიციული მაკროეკონომიკური გამოწვევები, როგორიცაა: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი დადოლარიზაცია. ამავე დროს, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება მაღალი უმუშევრობა დასიღარიბე. როგორც მან განაცხადა, ამ პრობლემების მოგვარების გასაღები მხოლოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდაშია.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …