მარტის ეკონომიკის ზრდა 2022 წლის სცენარით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს მცირედით აღემატება – თიბისი კაპიტალი

მარტის ეკონომიკის ზრდამ 10.6% შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის სრული 2022 წლისათვის
5.5%-იანი სცენარით გათვალისწინებულ შესაბამის მაჩვენებელს მცირედით აღემატება.

“მაშინ, როდესაც ექსპორტისა და მიგრაციის ეფექტის გათვალისწინებით ტურიზმის დინამიკა შედარებით ძლიერი იყო, იმპორტი, დაკრედიტება და ფისკალური სტიმული  უფრო ზომიერი პარამეტრებით განისაზღვრა. გზავნილების მხრივ კი, მოლოდინების შესაბამისი ტენდენცია დაფიქსირდა.

თავისთავად, ზუსტი საბაზო სცენარის შემუშავება კვლავ პრობლემურია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ უახლესი ინდიკატორები შესაძლოა ჩვენს, უკვე საკმაოდ ოპტიმისტურთან შედარებით კიდევ უფრო ძლიერ ზრდაზე მიუთითებდეს. საკუთრივ, წინა წლის აპრილში ძალზედ მაღალი საბაზო ეფექტის მიუხედავად, სექტორული ბრუნვების, ტურიზმისა და გზავნილების მაჩვენებლებზე დაყრდნობით, თიბისი კაპიტალის ეკონომიკური აქტივობის მოკლევადიანი საპროგნოზო მოდელი აპრილში
მკვეთრ ვარდნაზე არ მიანიშნებს”, – აცხადებენ თიბისი კაპიტალში.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …