მარიამ ქვრივიშვილი: Uzbekistan Airways-ის ავიაბაზარზე შემოსვლა ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია

თბილისი (BPI) – Uzbekistan Airways-მა ტაშკენტი-თბილისის მიმართულებით ავიარეისის შესრულება დაიწყო.  ტაშკენტიდან თბილისში ჩამოსულ 180 მგზავრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, „ტავ ჯორჯიას“ წარმომადგენლები და უზბეკეთის ელჩი დახვდნენ.

“ახალი ავიაკომპანიების ჩვენს საავიაციო ბაზარზე შემოსვლა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ხელს უწყობს ტურიზმის სექტორის განვითარებას. ჩვენ ვაპირებთ აქტიური კამპანია დავიწყოთ უზბეკეთის ტურისტულ ბაზარზე, ეს არის ახალი და ძალიან საინტერესო ტურისტული ბაზარი. ჩვენ უზბეკეთში ივლისსა და აგვისტოში ჩავატარებთ ღონისძიებებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

პირველი ავიარეისით იმგზავრა უზბეკეთში საქართველოს ელჩმა ზურაბ აბდუშელიშვილმა.

ტაშკენტი-თბილისის მიმართულებით ავიარეისებს Uzbekistan Airways ზაფხულის სეზონზე კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და კვირას  შეასრულებს.  ავიაფრენები Airbus 320/ Boeing 757 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

სტატისტიკური მონაცემებით უზბეკეთიდან საქართველოში 2019 წლის 6 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  185%-ით საერთაშორისო ვიზიტი შედგა.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნის სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში …