მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, თამარ ყორიაული.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებს შორის. ყურადღება გამახვილდა კოვიდ-პანდემიის გამოწვევებზე, რომლებმაც გავლენა მოახდინეს აღნიშნული დარგების მდგომარეობაზე.

როგორც აღინიშნა, სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამიზნე ქვეყნებიდან მეტი მოგზაურის დასაინტერესებლად და ჩამოსაყვანად, მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევა, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს თითოეულ ქვეყანაში ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორების განვითარებას.

შემთხვევითი სიახლე

სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მსჯელობა საწვავზე ფასების შემცირების  შესაძლებლობისთვის – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა საწვავის …