მამუკა ხაზარაძე: იძულებით დავეტოვეთ ბანკი, ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ

თბილისი (BPI) – მამუკა ხაზარაძე არ ეთანხმება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომ თიბისის საქმის საჯარო განხილვით ბანკს რაიმე ზიანი მიადგებოდა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ჩაშლის შემდეგ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისი პარლამენტში მისვლა უმცირესობისა და უმრავლესობის მიწვევით მივიდა.

“რომ არ ყოფილიყო ერთობლივი მოწვევა, მოვერიდებოდით აქ მოსვლას, რამეთუ ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ვართ ბიზნესმენები და პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის არ გვჭირდება ტრიბუნა.

ჩვენ მოვედით სიმართლის სათქმელად. სამწუხაროდ ხდება ურცხვი ტირაჟირება, ბოტებით და ფეიქ ნიუსებით შემოტევა და ჩავთვალეთ, ერთადერთი ადგილი შეიძლებოდა ყოფილიყო პარლამენტი, სადაც საზოგადოებას მიოვაწვდიდით ობიექტურ ინფორმაციას.

ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, რომ დაგვეტოვებინა ბანკი, მაგრამ ჩვენს ღირსებას და სამართალს ჩვენ არ დავთმობთ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …