მამუკა ხაზარაძე: დამოუკიდებლად გავაგრძელებ ჩემი უფლებების სამართლებრივ დაცვას

თბილისი (BPI) – მამუკა ხაზარაძე უფლებების სამართლებრივ დაცვას დამოუკიდებლად, როგორც კერძო პირი გააგრძელებს. თიბისის დამფუძნებელი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ
სამშაბათს, დაესწრება კომიტეტის მოსმენას, რათა განიხილოს და გააცნოს საქმის დეტალები პარლამენტარებს და საზოგადოებას.

“ჩემზე ასეთი თავდასხმა პირდაპირ აისახება ჩვენი ბანკის რეპუტაციაზე. ბანკი კი არ შეიძლება ხანგრძლივ სასამართლო დავაში იყოს თავის რეგულატორთან, მითუმეტეს თუ ეს უკანასკნელი არაა თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში, მიუხედავად მისი კანონით მინიჭებული მაღალი ხარისხის დამოუკიდებლობისა. დღეს ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ბანკის, მისი აქციონერების და დეპოზიტარების ინტერესებიდან გამომდინარე. ამავე დროს დამოუკიდებლად გავაგრძელებ ჩემი უფლებების სამართლებრივ დაცვას სასამართლო წესით, როგორც კერძო პირი საქართველოში და უცხოეთში”, – წერს ხაზარაძე გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ნათქვამია, რომ ბანკიდან, სადაც 27 წელი გაატარა, წასვლაზე მიიღო გადაწყვეტილება.

“იმედია, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე, მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს – ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი”, – წერს ხაზარაძე.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …