მამუკა ხაზარაძეს გადაწყვეტილების უფლება შეეზღუდა

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს  და მოადგილეს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერდათ. ცვლილება საჯარო რეესტრში  დარეგისტრირდა. სანქციას სებ-ის ახლადდანიშნული ვიცე-პრეზიდენტი აწერს ხელს. ეს მისი პასუხიმგებლობის ქვეშ პირველი მნიშვბელოვანი საქმეა

თიბისი ბანკის  სამეთვალყურეო საბჭოს ეროვნულმა ბანკმა მინორიტარი აქციონერების მიერ შერჩეული ორი ახალი წევრის დამატება დაავალა.  ხელს

ეროვნულმა ბანკმა  ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2007- 2008 წლების ტრანზაქცია გამოავლინა, რომლის კვალზე 2012 წლის  დარღვევის   შესწავლისას გავიდნენ და რომელიც ბანკის რეპორტში  არ  იყო. 2012 წლის დარღვევა  სესხის სხვა კომპანიაზე გადაპირებაში მდგომარეობს, რომლის  მმართველი ასევე თიბისი ჯგუფის წარმომადგენელი იყო.

„ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის  დარღვევის ფაქტზე“ თიბისი ბანკს ახალი სესხების და გარანტიების გაცემა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე, ასევე მათთან დაკავშირებულ პირებზე აეკრძალა.  დაეკისრა 1.1 მლნ  ლარის ჯარიმა, რომელიც  სხვა ვალდებულებებთან ერთად  13 აპრილამდე უნდა შეასრულოს. ასევე საბჭო უნდა დატოვონ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ. 

ამ დროისთვის ხაზაეაძე და ჯაფარიძე საბჭოში რჩებიან

მამუკა ხაზარაძე
ბადრი ჯაფარიძე
მარია ლუიზა ჩიკონიანი
ნიკოლოზ ენუქიძე
ცირა კემულარია
ერიკ რაჯენდრა
ნიკოლას დომინიკ ჰააგი

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …