მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 23.9%-ით შემცირდა

2023 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 384.9 მლნ აშშ დოლარი (975.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 23.9%-ით (120.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.6% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მაისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 98.3% მოდიოდა.

2023 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 30.9 მლნ აშშ დოლარი (78.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის მაისის (28.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.9%-ით მეტია.

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …