მაია ომიაძე აჭარაში მოქმედი ტურისტული კომპანიების, სასტუმროებისა და ტურიზმის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე აჭარაში მოქმედი ტურისტული კომპანიების, სასტუმროებისა და ტურიზმის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებს შეხვდა. ბათუმში გამართულ შეხვედრას მაია ომიაძესთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული ესწრებოდნენ. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა. მაია ომიაძემ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ადმინისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები გააცნო, ასევე მოისმინა კერძო სექტორის წარმომადგენლების ინიციატივები და რეკომენდაციები სხვადასხვა პროექტების ეფექტური განხორციელების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების მოზიდვას, შემოსავლების გაზრდასა და კერძო სექტორის განვითარებას.

შემთხვევითი სიახლე

ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას განიხილავს – ახალი რეგულაციების მოლოდინში

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აქტიურად მსჯელობენ ახალ ინიციატივაზე, რომელიც მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას …