ლონდონის საფონდო ბირჟის სავაჭრო სესიაზე, თიბისი ბანკის ჯგუფის აქციები 4.8%-ით მაღალ ნიშნულზე დაიხურა

ლონდონის საფონდო ბირჟის პარასკევის სავაჭრო სესიაზე, თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები 14.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგზე, წინა კვირის მაჩვენებელზე 4.8%-ით მაღალ ნიშნულზე დაიხურა. თიბისი კაპიტალის ინფორმაციით,  კვირის განმავლობაში ვაჭრობის მოცულობა 128.8 ათას აქციას გაუტოლდა.
ასევე, ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) 97.8 ათასი აქცია ივაჭრა, დახურვის ფასმა კი 15.68 ბრიტანული ფუნტი სტერლინგი (+0.9% კვ/კვ) შეადგინა.
საქართველოს კაპიტალის (CGEO LN) აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ პარასკევს 6.11 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგზე (-0.8% კვ/კვ) დაიხურა, ვაჭრობის მოცულობამ კი 715.5 ათასი შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ საერთაშორისო ფორუმზე სასმელი წყლის ეფექტიანი მართვის საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „წყლის მომავლის …