ლოკოკინები და ბაყაყები – საქართველოში ეგზოტიკურ კერძებზე მოთხოვნა იზრდება

თბილისი (BPI) – საქართველოში ეგზოტიკურ კერძებზე მოთხოვნა იზრდება. ქვეყანაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ლოკოკინების იმპორტი. „საქსტატის“ მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ლოკოკინების იმპორტი გახუთმაგდა, თანხობრივ მაჩვენებელში კი მონაცემები 47-ჯერ არის გაზრდილი.

ეს სტატისტიკა იმაზე მეტყველებს და საქართველოში მომხმარებელი სხვადასხვა სახეობის ლოკოკინას, მათ შორის ძვირადღირებულ სახეობებსაც აქტიურად აგემოვნებს.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში იმპორტირებულია 122 500 დოლარის 5 ტონა ლოკოკინები, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 2600 დოლარი 0,1 ტონა ლოკოკინები იყო იმპორტირებული.

რაც შეეხება ბაყაყების თათების იმპორტს, ამ შემთხვევაში მოთხოვნა ფაქტობრივად არ გაზრდილა. ქვეყანაში 2000 დოლარის 0,3 ტონა ბაყაყის თათები შემოვიდა, 2017 წელს კი 3500 დოლარის 0,3 ტონა. შესაბამისად, შესაძლოა ითქვას საქართველოში ბაყაყის თათების იაფი მიმწოდებელი გამოჩნდა, ან ამ პროდუქციის ფასები დაეცა.

შემთხვევითი სიახლე

კანადამ ილონ მასკის Neuralink-ს ტვინის ჩიპების ადამიანებზე გამოცდის ნებართვა მისცა

კანადამ ილონ მასკის Neuralink-ს ტვინის ჩიპების ადამიანებზე გამოცდის ნებართვა მისცა, – იუწყება Reuters-ი. საქმე ეხება …