ლიბერთი #გულით და “მაკ ჯორჯიას“ ერთობლივი სოციალური პროექტი

თბილისი (BPI) – დღეს, ლიბერთი ბანკსა და მაკ ჯორჯიას (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის)შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა,რომლის საფუძველზე ლიბერთი,ბანკის თანამშრომლებში მოხალისეების შერჩევასა და მაკ ჯორჯიას მიერ დაგეგმილი პროექტების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

ლიბერთის თანადგომით,მაკ ჯორჯია ასევე განახორციელებს პროექტს – „მესტუმრე“,რომელიც პანსიონებში მცხოვრებ ხანდაზმულებთან ახალგაზრდების რეგულარულ კომუნიკაციასა და სოციალურ ინტერაქციას ისახავს მიზნად.

პროექტი „მესტუმრე“ მიზნად ისახავს კვირაში ერთხელ,ერთი საათის განმავლობაში,მოხუცთა პანსიონებში მცხოვრებ ხანდაზმულებს მისცეს ახალგაზრდებთან რეგულარული სოციალური ინტერაქციის შესაძლებლობა. პროექტი მესამე წელია აქტიურად და წარმატებულად მიმდინარეობს.ამ ეტაპისთვის ჩართულია 40 მდე მოხალისე და თბილისის მასშტაბით არსებული 5 ხანდაზმულთა პანსიონატი.ერთობლივი პროექტის ფარგლებში კი, ლიბერთის თორმეტი თანამშრომელი გაივლის სპეციალურ ტრენინგს, და ისწავლის სხვადასხვა უნარ ჩვევებს და მიიღებს მონაწილეობას მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებში.

,,მაკ ჯორჯია მოხარულია, რომ საბანკო სექტორის ისეთმა დიდმა წარმომადგენელმა, როგორიც ლიბერთი ბანკია, ინიციატივა გამოიჩინა პროექტ “მესტუმრეს“ მხარდასაჭერად.

ლიბერთი ბანკის სახით შეძენილი მეგობარი,საშუალებას მოგვცემს ვესტუმროთ თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ კიდევ უფრო მეტ ხანდაზულს. ვიმედოვნებთ, რომ ბიზნეს სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლები თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეძლებენ ჩაერთონ მოხალისეობრივ საწყისებზე დაფუძნებული პროექტებისგანვითარებაში.”- აცხადებს ჯერემი ჯეიმს გასკილი, მაკ ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი.

ლიბერთი უკვე მრავალი წელია, მხარს უჭერს საზოგადოების იმ ნაწილს რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. მოგეხსენებათ, ჩვენ ვფარავთ ქვეყანაში რეგისტრირებული 52 მოხუცთა პანსიონისა და ბავშვთა სახლის კომუნალურ გადასახადებს და მთელი წლის განმავლობაში ისინი უზრუნველყოფილი არიან შუქითა და სითბოთი. ასევე, მთელი წლის განმავლობაში მათ მხარს ვუჭერთ სხვადასხვა აქტივობებით და ვცდილობთ ვაგრძნობინოთ, რომ მათ გვერდით ვართ მთელი გულით.

“ეს ერთობლივი პროექტიც, ჩვენთვის დაწყებული საქმის გაგრძელებაა და ძალიან სასიხარულოა რომ პროექტში ჩართვის სურვილი გამოთქვეს ლიბერთის თანამშრომლებმა. ეს ახალგაზრდები, გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს და პროფესიონალ მოხალისეებად ჩამოყალიბდებიან. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი კეთილი საქმეების კეთება, ბებია-ბაბუებთან ურთიერთობა, ორივე მხარისთვის ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო იქნება“ – აცხადებს  გიორგი მაკარიძე, საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …