ლიბერთის ლოიალობის პროგრამა “ქეშბექი” ახალ აქციას აანონსებს

თბილისი (BPI) – ლიბერთის ლოიალობის პროგრამა „ქეშბექი“, 5 სექტემბრიდან 14 სექტემბრამდე წინასასკოლო აქციას აანონსებს, რაც გულისხმობს რომ ლიბერთის მომხმარებლებს „ქეშბექი“-ს პარტნიორ ობიექტებში შეძენისას ყველაზე მაღალი ქეშბექი, გადახდილი თანხის  30%, მომენტალურად დაუბრუნდებათ.

აქციაში ჩართულია მინისო, პეპელა, ბიბლუსი და ნავნე-ს ყველა სავაჭრო ობიექტი მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ სავაჭრო ობიექტებში ყველაფერია, რაც სასკოლო სამზადისისთვის არის საჭირო. აქციის თარიღებია:

  • 5-7 სექტემბერი | მინისო
  • 8-9 სექტემბერი | პეპელა
  • 10-12 სექტემბერი | ბიბლუსი
  • 13-14 სექტემბერი | ნავნე

ლიბერთის მომხმარებელს ლიბერთის ნებისმიერი ბარათით გადახდისას საკუთარ ანგარიშზე მომენტალურად დაუბრუნდება გადახდილი თანხის 30% და ამისათვის საჭიროა „Cashback”-ის აპლიკაციაში ან ვებ გვერდზე cashback.ge შეთავაზების გააქტიურება და ლიბერთის ტერმინალზე გადახდა.

მათ, ვინც არ არის ლიბერთის მომხმარებელი, შესაძლებლობა ექნებათ აქციის პერიოდში სავაჭრო ობიექტების განსაზღვრულ ლოკაციებზე ბანკში ვიზიტის გარეშე, რამდენიმე წუთში გახსნან საბანკო ანგარიში და მიიღონ ლიბერთის Visa ან MasterCard ბარათები. აქციის და ქეშბექით სარგებლობის დეტალები: libertybank.ge

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა „ქეშბექი“ უკვე 600-მდე პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. „ქეშბექი“ ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს. ლიბერთის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ვებ გვერდიც cashback.ge, სადაც აპლიკაციის მსგავსად, შესაძლებელია ობიექტების ნახვა და შეთავაზებების გააქტიურება.

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …