თბილისი (BPI) – საზოგადოებირივი მოძრაობა ლელოს ეკონომიკური გუნდი წყალტუბოს პროექტs აფასებს. ეკონომიკური გუნდის წევრი გიგლა მიქაუტაძე ამბობს, რომ მარტივი დაანგარიშებით 22 სასტუმროსა და 9 აბანოს რეაბილიტაციას დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი დასჭირდება.
“ვის სჯერა იმის, რომ ივანიშვილი ასეთ უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციას ერთ ქალაქში განახორციელებს. ან რატომ არ დებს ივანიშვილი თავის „საქველმოქმედო“ ფულს მაგალითად, მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში ან თანამედროვე ტექნოლოგიებში? დღეს ტურიზმში კერძო ინვესტიციების მოზიდვა ყველაზე მარტივია საქართველოში, თუ მთავრობა კარგად იმუშავებს.
ეს არის მორიგი სპეკულაციური პროექტი, რომლის მიზანია დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების იაფად ხელში ჩაგდება“, – განმარტავს მიქაუტაძე.
საზოგადოებრივი მოძრაობა დამატებით დეტალებს:
2014 წლის 16 მაისს საქართველოს მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასცა განკარგულება (#*881), რომ სს „საპარტნიორო ფონდს“ გამარტივებული შესყიდვის წესით უნდა განეხორციელებინა წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა. განკარგულების მიხედვით, სავალდებულო იყო, ფონდს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, 5 თვის ვადაში წარედგინა წინადადებები წყალტუბოს საკურორტო ზონის განვითარების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
ხელშეკრულება გაუფორმდა შვეიცარიულ კომპანიას Kohl&Partner. ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 160 000 აშშ დოლარი.
წყალტუბოს 22 სანატორიუმი საკურორტო ზონის განუყოფელ და მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს როგორც ზოგადად ეკონომიკის, ისე, კერძოდ, ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.
- პირველი სანატორიუმი, რომელიც გაიყიდა, არის „მეშახტე“. 2015 წლის 20 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა განკარგულება (#1589) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქეი ბი ფი თბილისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ. პირობის თანახმად, კომპანიას 3 წლის ვადაში უნდა დაესრულებინა რეკონსტრუქცია. 2018 წლის 1 ოქტომბრის ინფორმაციით, სანატორიუმი 2019 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.
კომპანია „ქეი ბი ფი თბილისის“ ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძე აცხადებს. მისი ინფორმაციით, 5- ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნის გადავადება პროექტის შეცვლას უკავშირდება. ახალი პროექტის მიხედვით სასტუმროში მასში 100-ის ნაცვლად 150 ნომერი განთავსდება.
შპს „ქეი ბი ფი თბილისის“ მფლობელი 2019 წლამდე იყო 2014 წლის 28 ოქტომბერს მალტაზე რეგისტრირებული კომპანია ქიმბერლეი ბეტა ფროფერთი ლიმითედ. ხოლო 2019 წლის 22 მაისიდან არაბული კომპანია ჯი ინთერნეშენალ ჰოლდინგს ლიმითედ.
დირექტორია ზვიად ზვიადაძე.
შპს „ქეი ბი ფი თბილისი“ დაფუძნდა 2015 წლის 30 აპრილს.
2016 წლის მონაცემებით, გაიყიდა კიდევ ორი სანატორიუმი: „ივერია“ და „ცისკარი“, თუმცა ამ ორივე სანატორიუმს ინვესტორების გამოცვლა მოუწიათ.
- „ივერია“ 2016 წლის დასაწყისში იყიდა ებრაულმა კომპანია ჯეო მონტე გრუპმა (მფლობელი ოფერ აგამი) პირობებიანი აუქციონის ფორმით, 253 000 ლარად. თუმცა
სახელმწიფოს სანატორიუმის მეორედ გაყიდვა მოუწია, რადგან წინა შემთხვევაში შემყიდველმა საბანკო გარანტია ვერ წარმოადგინა. 2016 წელს დაფიქსირდა, რომ სანატორიუმის საწყისი ფასი 2 მილიონ 800 ათასი ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მეორე მყიდველმა 500 000 ლარად შეიძინა. ეს კომპანიაა შპს “ივერია პალასი”.
შპს „ივერია პალასის“ მესაკუთრეები არიან:
გიორგი დევაძე 30%
ოქტაი კივანჩ, თურქეთი 40%
ლასკო კაპიტალ ჯორჯია 30% (კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანიის LASCO CAPITAL LIMITED ფილიალი)
დირექტორები: ბიძინა ჩხეიძე, უჩა გელაშვილი
უჩა გელაშვილი კომპანიით შპს „გლობალური ტექნოლოგიები“ მიხეილ ჩხარტიშვილის ბიზნესპარტნიორია.
ასევე სს „უნივერმაღ თბილისის“ და შპს „თბილისი პლაზას“ (შპს გალერია თბილისი) დირექტორი იყო, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული ივანიშვილის ბიზნესინტერესებთან (შპს ჯი სი ეფ პარტნიორებთან).
- მესამე სანატორიუმია „ცისკარი“.
სანატორიუმი “ცისკარის” 2016 წლის მარტში 160 ათასი ლარად გაიყიდა. აუქციონში გამარჯვებულად შპს „არგო“ გამოვლინდა. თუმცა, ხელშეკრულების პირობები ვერ შეასრულა და საპრივატიზებო თანხა ვერ წარადგინა.
შპს „არგოს” ხელმძღვანელი ნუგზარ იობიძე „კომერსანტთან” აღნიშნავდა, რომ ის „საქართველოს ბანკმა” მიზანმიმართულად დაბლოკა, ბოლო დღემდე არ მისცა პასუხი საბანკო გარანტიასთან დაკავშირებით, ბოლო დღეს კი მოთხოვა საბუთები, რომელთა მომზადება და წარდგენაც მან ვერ მოასწრო.
ლელო წყალტუბოს არასაკმარის პოპულარობაზე “კომერსანტსაც“ იშველიებს. გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნული იყო, რომ იმ დროს, როდესაც ხელისუფლებას წყალტუბოს მასშტაბური რეაბილიტაცია აქვს გამოცხადებული, კურორტის რეკლამირება საერთოდ არ ხდება.
ტურიზმის ექსპერტი შალვა ალავერდაშვილი “კომერსანტთან” საუბრისას აცხადებდა, რომ წყალტუბოს რეაბილიტაციის შესახებ საქართველოშიც კი არავინ არაფერი იცის. “ბალნეოლოგიას მცირე რეკლამა უკეთდება. გაკეთდა, მაგრამ ამის შესახებ ვინმემ ხომ უნდა იცოდეს?”,-განაცხადა ალავერდაშვილმა.
2019 წლის მაისში ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ, წყალტუბოს კიდევ ხუთი სანატორიუმი გაიტანა აუქციონზე: “იმერეთი”, “სავანე”, წყალტუბო”, “ფილიალი” და “მეგობრობა”, რომლებიც 21 მილიონ დოლარადაა შეფასებული.