ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს როლანდ პრაისს შეხვდა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის მოქმედი რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი და მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.
ვიცე-პრემიერმა რონალდ პრაისს მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა. მან ასევე მადლობა გადაუხადა სებასტიან მოლინეუსს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებული თანამშრომლობისთვის.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის პარტნიორობა, რომლის შედეგადაც ქვეყანაში განხორციელდა მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმები ისეთ მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა: კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის მოწყობა, მცირე და საშუალო საწარმოთა ხელშეწყობა, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სახელმწიფო საწარმოთა კორპორატიზაცია და სხვ. ამავე დროს, ხაზი გაესვა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს.
როლანდ პრაისი მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 1-ელი სექტემბრიდან დაიწყებს, ხოლო სებასტიან მოლინეუსი ამ პოზიციაზე თავის ოთხწლიან საქმიანობას ივნისის ბოლოს დაასრულებს.
შემთხვევითი სიახლე
ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა
მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …