ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს, ოდილ რენო ბასოს შეხვდა.

მხარეებმა მიმოიხილეს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარების ფონზე განვითარებული მოვლენები და ისაუბრეს ეკონომიკური განვითარების სავარაუდო ტენდენციებსა და სამომავლო თანამშრომლობის გზებზე.აღნიშნულ შეხვედრას ბანკის მხრიდან, ასევე, ესწრებოდნენ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ბანკის მმართველი დირექტორი მატეო პატრონე, EBRD-ის დირექტორი კლარა კროლი და კავკასიაში ბანკის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი.აღსანიშნავია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოში აფინანსებს სტრატეგიული მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს ქვეყნის სხვადასხვა პრიორიტეტულ სექტორში, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო მიმართულებით. ბანკის მხარდაჭერით ასევე, ხორციელდება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა რეფორმა.

შემთხვევითი სიახლე

სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მსჯელობა საწვავზე ფასების შემცირების  შესაძლებლობისთვის – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა საწვავის …