ლარი შეიძლება არ გამყარდეს, მაგრამ სებ-ის ინტერვენციები არ გააუფასურებს

თბილისი (BPI) – რა არ გაძინებთ, მოსვენებას რა გიკარგავთ ? – მოულოდნელ კითხვაზე სებ-ის პრეზიდენტის პირველი პასუხია – მაღალი დოლარიზაცია, რომლის საპასუხოდ კობა გვენეტაძეს დაფიქრებაც არ დასჭირდება. ლარის საშუალოვადიან პერიოდის ტრენდზე სებ-ის ინტერვენციები, რომ არ იმოქმედებს, – კობა გვენეტაძეს $30 მლნ-ის შესყიდვაზე განმარტება, დეპუტატებისთვის საპარლამენტო კომიტეტში მოუწია, სადაც 2018 წლის ანგარიშით მივიდა.

დეპუტატები ლარის გაუფასურებაზე სებ-ის გაცხადებულმა მიზეზებმა- თურქეთის კრიზისი და მოლოდინები არ დააკმაყოფილა. რომან გოცირიძის თქმით, საგადამხდელო ბალანსში ცვლილებები არ არის, დიდი ბრუნვაც არ ჩანს.

გვენეტაძემ აღნიშნა,  რომ  მაისის 4.7%-იანი ინფლაციაში  1.3% თამბაქოს გაძვირების კომპონენტია, რაც განეიტრალებადია, 2017 წლის მსგავსად. საბაზო ინფლაციის მინიმალურ დონეზეა -1.2% . 

შემთხვევითი სიახლე

სასტუმროში მკვეთრად გაიზარდა დატვირთვა და უკვე 80%-ს აჭარბებს – Mercure & Swissotel Tbilisi

სასტუმრო „Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერის ერდოღან შაჰინის განცხადებით, 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი …