ლარი საბაზო სცენარით უნდა გამყარდეს

თბილისი (BPI) – ბაზრის მოლოდინებით აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შენარჩუნდება/ან შემცირდება. თავისთავად, საერთაშირისო მასშტაბით დოლარის შესაძლო შესუსტება საქართველოს ეკონომიკასა და გაცვლით კურსზე დადებით ზეგავლენას იქონიებს.

საერთაშორისო და ადგილობრივი მაკროეკონომიკური გარემო თიბისი ბანკის მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ მიმოიხილა. პრეზენტაციამ მოიცვა ლარის, აშშ დოლარისა და ევროს საპროცენტო განაკვეთებისა და გაცვლითი კურსების დინამიკა და პროგნოზები. 

საბაზო სცენარით მიხედვით, ლარის გამყარებაა მოსალოდნელი. ამასთან საქართველოზე, როგორც მცირე და ღია ეკონომიკაზე, რეგიონში განვითარებული მოვლენები ზეგავლენას ახდენს. ეკონომიკის ზრდის პროგნოზის მხრივ, სავალუტო შემოდინებების, ფისკალური სტიმულისა და დაკრედიტების მოსალოდნელი მაჩვენებლების გათვალისწინებით, 2019 წელს დაახლობით 5%-მდე ზრდაა დაგეგმილი. კორპორატიულ ვალზე 2018 წელს პიკური მოთხოვნის შემდეგ, მისი ზრდის ტემპი ნორმალიზდება, თუმცა მოთხოვნა კვლავ მზარდი იქნება.  

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …