ლარი მცირედით გამყარდა

13 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  3.0129 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0261 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.32 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1286 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1934 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 6.48 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1946 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.6730 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 14 მაისიდან  შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას განიხილავს – ახალი რეგულაციების მოლოდინში

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აქტიურად მსჯელობენ ახალ ინიციატივაზე, რომელიც მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას …