ლარი მყარდება, სავალუტო ინტერვენციის დროა

თბილისი (BPI) – ლარი დეკემბერში 0.5%-ით გამყარდა.  სებ-ის „თვის მიმოხელვაში“, $65 მლნ-ის შესყიდვაზეც აღინიშნება, სავალუტო რეზერვების შესავსებად. რასაც დაემატა ახალი ინსტრუმენტი -ოფციონი /დოლარით ლარის ყიდვის უფლებას ბანკი აუქციონზე შეიძენს და ოპტიმალურ დროს გამოიყენებს/. ტრანზაქცია შესაძლებელია 20-დღიან საშუალოზე დაბალი კურსით.

სებ-ის პრეზიდენტი სავალუტო ბაზარზე ბოლოდროინდელ აქტივობას რეზერვების სსფ-ის სტანდარტთან შესაბამისობის მცდელობით ხსნის.  შეფასების მეტრიკა 100-150% -ია და ჯერ 94%-ს ახლა მიახლოვდა.  გასული წლის დეკემბრის ბოლოს 90%-საც ვერ აღწევდა.  თუმცა  იმ პერიოდში სებ-ს არცერთი აუქციონი  არ გაუმართავს.  სავარაუდოდ ლარის გაუფასურების წნეხის რისკი  მაღალი იყო. წინა წლის დეკემბერში ლარი  4.8%-ით,  $1/₾2.59-მდე გამყარდა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …