ლარი კი ირყევა, მაგრამ გრძელვადიანი ტრენდი პოზიტიურია

თბილისი (BPI) – აპრილში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 0.4%-ით გაუფასურდა, $1/₾2.7029-მდე.

სებ-ის „თვის მიმოხილვით“, მარტში გამყარდა – $1/ ₾2.6940-დან, ₾2.6914- მდე (30 მარტის ოფიციალური კურსი). თებერვალში ყველაზე მეტად გაუფასურდა 2.6550- დან 2.6940-მდე (-1.5%m.m; L/Y +1.3%).

სებ-ის “მარტის მიმოხილვით“,  რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.26%-ით,  ნომინალური,  0.67%-ით არის გაუფასურებული.

ეფექტური გაცვლით კურსის გამყარების ტრენდის შენარჩუნებაზე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი აცხადებს. მპკ-ის გასვლით სხდომაზე (გორი) ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განუცხადეს ჟურნალისტებს, რომ მოკლევადიან რყევებს არ აკომენტარებენ.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …