ლარი ინტერვენციებს არ გაუმყარებია და ვერც გააუფასურებს , კობა გვენეტაძის განმარტება

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი  კობა გვენეტაძეს ამბობს, რომ სებ-ის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებს ლარის კურსზე გავლენა არ აქვს.

„ეროვნული ბანკის ინტერვენციები არასდროს არ ცვლიდა კურსის მიმართულებას. ინტერვენცია მიმართულია იქითკენ, რომ შეივსოს ქვეყნის რეზერვები. ეს არ ცვლის სავალუტო კურსის მიმართულებას. სავალუტო კურსი აუცილებლად მიაღწევს იმ ნიშნულს, რომელიც სხვა შემთხვევაშიც ექნებოდა“, – ამბობს გვენეტაძე.

31 ოქტომბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის რეზერვები $3.4 მლრდ-ია.  ისტორიულ მაქსიმუმზე იყო. კერძოდ ივნისში –  $3.7 მლრდ-ს შეადგენდა.

გვენეტაძის აზრს   ანალიტიკოსები ემიჯნებიან, ინტერვენციები – ბაზრისთვის ვალუტის მიწოდება და მიმოქცევიდან ლარის ამოღება აჩენს ლარზე მოთხოვნას  და შესაბამისად მოკლევადიან პერიოდში ეფექტს იძლევა.

 

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ საერთაშორისო ფორუმზე სასმელი წყლის ეფექტიანი მართვის საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „წყლის მომავლის …