ლარი დოლართან გამყარების ტრენდს ინარჩუნებს

თბილისი (BPI) – 7 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.7344 ლარი შეადგინა. დღეს მოქმედი კურსი 2.7411 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.67 თეთრი შეადგინა.                             

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0803 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.0794 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.09 თეთრი შეადგინა.          

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4685 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.4782 ლარი ეღირება.                                               

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …