ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

თბილისი (BPI) – 31 იანვარის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8898 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.36 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1880 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1868 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.12 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4831 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.7882 ლარი ეღირება.

შემთხვევითი სიახლე

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ვაშლის წარმოება და ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა

2025 წელს დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი – 14 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 20.6 ათასი ტონა ვაშლის …