ლარი გამყარებას აგრძელებს

18 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9442 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9654 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.12 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0973 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1181 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.08 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1846 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.6538 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 19 მაისიდან შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მსჯელობა საწვავზე ფასების შემცირების  შესაძლებლობისთვის – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა საწვავის …