ლარი გამყარდა

16 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9769 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0129 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.60 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1028 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1286 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.58 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1906 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.6467 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 17 მაისიდან  შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას განიხილავს – ახალი რეგულაციების მოლოდინში

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აქტიურად მსჯელობენ ახალ ინიციატივაზე, რომელიც მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას …